მთავარისიახლეები2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

Published on

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024 წლის 11 აგვისტოს მომხდარ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით.

მელიას ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, თავდაპირველად გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლა გადაკვალიფიცირდა და წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

“როგორც გამომძიებელმა მითხრა, პროკურატურამ გადააკვალიფიცირა მუხლი და ახლა გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ძალადობით ხელის შეშლას. ასევე გამომძიებელმა მითხრა, რომ ეს პირი, ვინც უშუალოდ დანაშაული ჩაიდინა, ჰყავთ იდენტიფიცირებული, მათ შორის გამოკითხული და ახლა მიმდინარეობს იქ მყოფი პირების, მოწმეების გამოკითხვა და ალბათ, ლოგიკური დასასრული უნდა ჰქონდეს ამ გამოძიებას. […]

მუხლი, რომლითაც ახლა გამოძიება მიმდინარეობს, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რადგან ყველანაირი, მათ შორის, ვიდეომტკიცებულებები არსებობს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩადის ამ ქმედებას, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ლოგიკური დასასრულია, რომ დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. […]

როგორც გამომძიებელმა მითხრა, თავდამსხმელი გამოკითხვის დროს აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ამბობს, რომ მან ჩაიდინა პოლიტიკური ნიშნით ეს დანაშაული და ამბობს, რომ თითქოს იქ მასზეც განხორციელდა ძალადობა – სცემეს, მაგრამ რაიმე დაზიანება, ძალადობის კვალი მას არ აღენიშნება. […] სამართლებრივად, რომ აქეთ მხარეს რომელიმე აქტივისტი, მხარდამჭერი მიეცეს პასუხისგებაში, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის”. – განაცხადა ადვოკატმა TV პირველთან.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, გამომძიებლის განცხადებით, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება არ მომხდარა, ისინი ამოცნობის ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდნენ.

ადვოკატის ინფორმაციითვე, საქმესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხა ნიკა მელიაც.

ცნობისთვის, 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...