მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციების შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კარგი შედეგები აქვს და დღეს მე ახალი ოპერაციები დავამტკიცე.
ოლექსანდრ პოკლადმა მომახსენა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტების შესახებ აგვისტოს თვეში. ასევე შევუთანხმე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს შემდგომი ნაბიჯები უწყების შიდა სტრუქტურის იმ პირებისგან გასაწმენდად, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობენ და არა უკრაინაზე.
მადლობას ვუხდი ყველას SBU-ში, ვინც ნამდვილად იცავს ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს! დიდება უკრაინას!“ – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ივნისის ბოლოს ზელენსკის მიერ დამტკიცებული ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული გეგმა იყო SBU-ს 40-დღიანი ზეწოლის ოპერაცია რუსეთის წინააღმდეგ. ოპერაციის ძირითადი მიზნები იყო რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკური და ენერგეტიკული ბლოკადა სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების განადგურების გზით.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...