მთავარისიახლეებისაზოგადოება2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 264 მოსწავლემ შეწყვიტა

2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 264 მოსწავლემ შეწყვიტა

Published on

2023-2024 სასწავლო წელში 8041 ბავშვს (3585 გოგო, 4456 ბიჭი) შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი 3223-მა (1 117 გოგო 2 106 ბიჭი) კი სწავლა შეწყვიტა. მთლიანობაში 11 264 მოსწავლე აღარაა ჩართული სკოლის სასწავლო პროცესში, მათგან 4 702 გოგო და 6 562 ბიჭი. მონაცემებს ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებელი იყო 2022-2023 წელს, მაშინ სწავლა 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა.

წინა წლების მაჩვენებელი ასეთია

2013/2014 – 14 057 (გოგო – 5 886 ბიჭი – 8 171)
2014/2015 – 12 307 (გოგო – 5 348 ბიჭი – 6 959)
2015/2016 – 11 512 (გოგო – 4 835 ბიჭი – 6 677)
2016/2017 – 11 769 (გოგო – 4 740 ბიჭი – 7 056)
2017/2018 – 12 298 (გოგო – 4 769 ბიჭი – 7 529)
2018/2019 – 12 049 (გოგო – 4 908 ბიჭი – 7 141)
2019/2020 – 8 247 (გოგო – 3 382 ბიჭი – 4 865)
2020/2021 – 7 050 (გოგო – 3 017 ბიჭი – 4 033)
2021/2022 – 8 846 (გოგო – 3 770 ბიჭი – 5 076)
2022/2023 – 14 911 (გოგო – 6 409 ბიჭი – 8 502)

მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტა მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ გამოწვევებთან. სახალხო დამცველის გასული წლების ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სკოლებში სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, 2021 წლის შემდეგ გაორმაგებულია. მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საფუძველთა შორის ნახევარზე მეტი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრებაა, დააზლოებით 10%-მდეა პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება. მიმდინარე წლის შესახებ ანგარიში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...