მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თქვენ ხართ ამაყი ხალხი, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ აქვს ღირსება''- პრეზიდენტი...

,,თქვენ ხართ ამაყი ხალხი, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ აქვს ღირსება”- პრეზიდენტი სააკაშვილი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სომხეთში განვითარებულ მოვლენებს, სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა. 
 
"მინდა მივმართო ჩემს დებსა და ძმებს სომხეთში. მინდა მოგილოცოთ. დღეს თქვენ იმის ყველა საფუძველი გაქვთ, რომ თქვენი თავით იამაყოთ, იამაყოთ იმით, რომ სომხები ხართ, რომ ამაყი ხალხი ხართ, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მას აქვს ღირსება, რომ სურს ნორმალური ცხოვრება. ეს არის კორუფციისგან თავისუფალი ცხოვრება, როდესაც სხვები არ გკარნახობენ, თუ როგორ მოაწყოთ თქვენი ცხოვრება, როდესაც პირთა ერთი ჯგუფი ყველაფერს არ იტაცებს და ხალხს არაფერს უტოვებს.
 
მე დღეს დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდი მომავალი აქვს.
 
მხარს გიჭერთ. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...