მთავარისიახლეებიპოლიტიკასამი მხრიდან შეტევა, ალყაში მოქცევა და დემონსტრანტთა დევნა რუსთაველზე - ღამის ქრონიკა

სამი მხრიდან შეტევა, ალყაში მოქცევა და დემონსტრანტთა დევნა რუსთაველზე – ღამის ქრონიკა

Published on

დაახლოებით დილის 6 საათზე დაწყებული, ღამიდან დილამდე უკვე მესამე და დასკვნითი დარბევის სემდეგ საპოლიციო ძალებმა რუსტაველის გამზირი დაიკავეს და გადაკეტეს. სტატიის გამოქვეყნების დროისთვის დედაქალაქის მტავარ გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს. 

ღამის განმავლობაში, დაახლოებით 4-დან დილის 6 საათამდე რუსთაველზე მშვიდი ვიტარება ნარჩუნდებოდა, პოლიციელებისა და დემონსტრანტთა დაპირისპირების პირობითი ხაზი დაახლოებით პირველი კლასიკური გიმნაზის მარცხენა ფლიგელის მოპირდაპირედ გადიოდა: რუსთაველის მეტროს მიმართულებით, გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე, დემონსტრანტებმა კოცონები დაანთეს და ბარიკადები ააგეს, ბარიკადები იყო ბესიკის ქუჩაზეც. 

მათ მოპირდაპირედ სპეცრაზმი და სპეცტექნიკა იყო განლაგებული. დროდადრო დემონსტრანტები სპეცრაზმელებს პიროტექნიკას ესროდნენ, თუმცა, გართულებები ამას არ მოჰყოლია. შეტევა გაფრთხილების გარეშე, დაახლოებით 6 საათისთვის დაიწყო. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაქსიმალური სიმჭიდროვის მიღწევის შემდეგ მათი მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რამდენიმე დემონსტრანტმა გონება დაკარგა, თუმცა პოლიციელები სხვა დემონსტრანტებს არ აძლევდნენ მიშველების უფლებას. სრულიად მშვიდობიან, უვნებელ დემნსტრანტებს, მათ შორის, გოგონებსა და არასრყულწლოვანებს, ნიღბიანი სპეცრაზმელები ურტყამდნენ მუცელში, თავსა და მკერდში. 

პოლიციელები შეიჭრნენ ასევე რუსთაველის თეატრში, რომელმაც აქციის მონაწილეებს სივრცე დაუთმო, სასტიკად დაარბიეს იქ მყოფები, ათეულობით ადამიანი დააკავეს. მანამდე ასევე მოიქცნენ ქაშუეთის ეკლესიაში, საიდანაც დაკავებულები გამოიყვანეს. სპეცრაზმელებმა დემონსტრანტებს შესდიეს მარკეტებში, ასევე რუსთაველის მეტროში.

ამ დროისთვის უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. ნაცემი არიან ჟურნალისტებიც, დაკავებულთა შორისაა მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და “ტაბულას” ყოფილი ჟურნალისტი ლექსო მაჭავარიანი.  

მოკლე და ვრცელი ვიდეოები წუხანდელი მოვლენევბის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრა-არხზე, რომელიც პერიოდულად და ოპერატიულად ახლდება, ამ ბმულზე (დააკლიკეთ)

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...