მთავარისიახლეებიპრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

ამ დროისთვის, პრეზიდენტთან აუდიენციაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. მანამდე სალომე ზურაბიშვილს “ძლიერი საქართველოს” ოთხივე ლიდერი შეხვდა. მათი განცხადებით, შეხვედრაზე პრეზიდენტთან შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

“ჩვენ გვჭირდება ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გვჭირდება ერთობა ოპოზიციურ მხარეს და ასევე ჩვენ გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს მისცეს ჩვენმა მოქალაქეებმა. მაგრამ როგორც ხედავთ, ქართული ოცნება აგრძელებს თავის სპეცოპერაციას, ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს,” – განაცხადა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

შესაძლოა პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში დღეს, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც მიიღოს.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...