მთავარისიახლეები"ამ ნაბიჯს გადავდგამთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ, არსად არ გვეჩქარება" -"გახარია საქართველოსთვის"...

“ამ ნაბიჯს გადავდგამთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ, არსად არ გვეჩქარება” -“გახარია საქართველოსთვის” სიის ჩახსნაზე

Published on

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ის თუ როდის და რა ფორმით ჩახსნის მისი პარტია მანდატებს მათი გადასაწყვეტია და არსად არ ეჩქარებათ.

“ჩვენ ვთქვით და ვიმეორებთ კიდევ ერთხელ რა ფორმით და როდის გადავწყვეტთ ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს არის ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილი. ეს არავის, არც “ქართული ოცნების” და მითუმეტეს სხვა რომელიმე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ან “ნაციონალური მოძრაობის” გადასაწყვეტი ეს არ არის, ამიტომ ამ ნაბიჯს გადავდგამთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ. ეს სამართლებრივი ნაბიჯები, იქნება ცესკოდან სიების ჩახსნა, თუ ინდივიდუალურად დაწერა განაცხადის მანდატის შეჩერებაზე, ეს ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საჭირო კონკრეტული მერე სამართლებრივი პროცედურაა, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას როგორ და რა ფორმით მივიღებთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. კიდევ ერთხელ, ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია და როდის და რა ფორმით შევწყვეტთ ჩვენი გადასაწყვეტია, ამიტომ არსად არ გვეჩქარება ჩვენ,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...