მთავარისიახლეებიოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს, 20:00 საათზე გახდება ცნობილი

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დღეს, 20:00 საათზე გახდება ცნობილი

Published on

ოპოზიცია ერთობლივ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას დღეს, საღამოს 8 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააცნობენ. გადაწყვეტილება ლიდერებმა დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. მათი თქმით, კოორდინაციაში არიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

იქამდე კი ლიდერები ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც გამოვალთ წინადადებებით და იქნება სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით განცხადებები… საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოწოდებები დაკმაყოფილდება | ნიკა გვარამია
“იქნება ერთობლივი ბრიფინგი, სადაც ვისაუბრებთ კონკრეტულ გეგმაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიბრუნოთ ის გამარჯვება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოიპოვეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე” – განაცხადა კონსულტაციების დასრულების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა.

პარალელურად, ოპოზიცია აგრძელებს გაყალბების მტკიცებულებები შეგროვებასა და სქემების გაშიფვრას რომელსაც ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ.

დაზუსტებით უცნობია, იქნება თუ არა ბრიფინგზე გახარიას პარტიის წარმომადგენელი, თუმცა “ძლიერი საქართველოს” ერთ ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, გაყალბების მტკიცებულებების შეგროვების სამუშაო ჯგუფს “საქართველოსთვის ” წარმომადგენელიც ესწრებოდა.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...