მთავარისიახლეებისამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი -ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს

სამოქმედო გეგმა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი -ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს

Published on

“ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. დღეს კონსულტაციების დასკვნითი ეტაპია და ოპოზიციამ კონკრეტული გეგმა უნდა წარადგინოს, რას აპირებენ გაყალბებული არჩევნების შემდეგ.

კონსულტაციებზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ენმ-ის ლიდერები თინა ბოკუჩავა და კობა ნაყოფია, “კოალიცია ცვლილებისთვის” ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხაზარაძე. რაც შეეხება გახარიას გუნდს, მათი წარმომადგენელი შეხვედრაზე არ იმყოფება, ამას პარტიაში “ტექნიკური მიზეზებით” ხსნიან, თუმცა აცხადებენ, რომ კოორდინაციაში არიან სამივე ოპოზიციურ გაერთიანებასთან.

ენმ-ის ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეგროვებულია მტკიცებულებები იმის, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და ყველა მათგანს პრეზიდენტს გადასცემენ:

“დღეს დასრულდა საარჩევნო დარღვევების კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც მოიცავს მტკიცებულებებს ყველა ოპოზიციური პარტიისგან, ყველა პარტიის მხრიდან წარმოდგენილია უამრავი მტკიცებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას. მივაწვდით პრეზიდენტს, შევხვდებით პრეზიდენტს და პარალელურ რეჟიმში დავაანონსებთ აქციებს” თქვა ბოკუჩავამ

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები სავარაუდოდ ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლებენ და პრეზიდენტთან შეთანხმებით, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდება კონკრეტული ამოქმედო გეგმა.

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...