მთავარიUncategorizedატლანტიკური საბჭო მისი თანამშრომლების სახლში ჩხრეკის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

ატლანტიკური საბჭო მისი თანამშრომლების სახლში ჩხრეკის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

Published on

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი გრაჰამ ბრუკი საქართველოში მათი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკას ეხმაურება და საბჭოს სახელით განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი დამოუკიდებელ, უპარტიო მუშაობას ეწევიან, რომელიც მიმართულია დემოკრატიის დაცვისკენ მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში, მათ შორისა კვლევები, რომლებიც დაკავშირებულია უცხოური გავლენის მცდელობებთან, რომელთა სამიზნეა მარგინალიზებული ჯგუფები, და სხვა ონლაინ ზიანი.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს შესძენს თავის ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს, გააგრძელონ თავიანთი წვლილის შეტანა ქართულ დემოკრატიაში.

ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მხარდამჭერი. Digital Forensic Research Lab აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ხაზგასმულია დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.

ატლანტიკური საბჭო გააგრძელებს მუშაობას საქართველოში პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გლობალური მომავლის ფორმირების მისიის სულისკვეთებით. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...