მთავარისიახლეებიმსოფლიოვლადიმერ პუტინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

ვლადიმერ პუტინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს

Published on

სირიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აშშ-სა და მათი მოკავშირეების აგრესიული ქმედებების განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს, – იუწყება კრემლის ოფიციალური საიტი.„14 აპრილს აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა სირიაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და შეიარაღებული ძალების ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, უშიშროების საბჭოს სანქციის გარეშე ჩადენილია აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთი გმობს სირიაზე თავდასხმას, სადაც რუსი სამხედროები კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარებიან. „თავისი ქმედებებით აშშ ამძიმებს სირიაში ჰუმანიტარულ კატასტროფას, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ფაქტობრივად ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს“, – განაცხადა პუტინმა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები – ურსულა ფონ დერ ლაიენი

"წუხელ რუსეთის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას საჰაერო იერიშებით - დედაქალაქს 400-ზე...

ტრამპი ზელენსკის შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში მიმდინარე კვირას ნატოს...