მთავარისიახლეებიპოლიტიკაგვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, მათი საცხოვრებელი მისამართის...

გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით – ბოტკოველი

Published on

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ივანიშვილი პოლიციელებს, ჯარისკაცებს, საპატრულო პოლიციისა სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებს უკანონო დავალებებს აძლევს და საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჰყავთ გადანაწილებული.

გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა:

“გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როგორ ექცევა და შეურაცხყოფს ბიძინა ივანიშვილი პოლიციელებს და ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადასხვა სახის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რათა მოხდეს ადამიანების დაშინება, პირადობის მოწმობების ამოღება და იძულება იმისთვის, რომ გააფერადონ 41 ნომერი. მე მინდა მივმართო ყველა პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას: პოლიციელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მისი მუნდირის შეურაცხყოფა.

მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არ გავავრცელებ მათ სიებს, რომელიც მაქვს, სხვათა შორის, შიდა წყაროებიდან მოწოდებული, სადაც ჩანს, როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა მისამართზე და როგორ აიძულებს მათ ხელმძღვანელობა, ჩაიდინონ დანაშაული.

ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებო! მათ შორის, ჩემო მეგობრებო, მაგალითად, თელავსა და კახეთის სხვა რეგიონში, რომლებსაც გაიძულეს, რომ ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ მოქალაქეები, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ეს არის დანაშაული და მინდა მოგიწოდოთ, არ ჩაებათ ამ დანაშაულში, რადგან მისი ჩადენა შეურაცხყოფს, პირველ რიგში, თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და ემუქრება მათ ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

სიახლეები

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია

ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია. ამავე კორპუსში ცხოვრობს მურთაზ ზოდელავაც. რამდენიმე წუთის წინ...

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...