მთავარისიახლეებითოვლჭყაპი, ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა - საქართველოში ამინდი უარესდება

თოვლჭყაპი, ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა – საქართველოში ამინდი უარესდება

Published on

17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. ძლიერი წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

დასავლეთ საქართველოში 17 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +14, +19° იქნება, მთაში +10, +15°, მაღალმთაში +3, +8°. 18 ოქტომბერს კი დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°.

17 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში დღის ბოლოს მაღალმთაში ზოგან თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +14, +19°; მთაში +10, +15°; მაღალმთაში ღამით +5, +10°. 18 ოქტომბერს ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, ცალკეულ რაიონებში ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +9, +14°; ზოგან+17°-მდე; მთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით +2, +7°.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების თანახმად, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...