მთავარისიახლეებიქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ - ასოციაცია

ქართველ ექსპორტიორებს ევროპელები ხელშეკრულებებს აღარ უფორმებენ – ასოციაცია

Published on

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღებამ და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურმა, გაურკვეველმა საგარეო კურსმა ევროპელ პარტნიორებში მათდამი ნდობა შეამცირა. როგორც ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე BMG-ისთან აღნიშნავს, ქართველ ექსპორტიორებს ევროპელი პარტნიორები ახალ ხელშეკრულებებს არ უფორმებენ.

“ამ ეტაპზე შეთანხმებების დადებას ერიდებიან, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი გაურკვეველია. გაუგებარია ისიც, მიჰყვება თუ არა ქვეყანა სანქციების შესრულების ვალდებულებას თუ სურვილს. როდესაც ევროკავშირში საპარტნიორო ურთიერთობაზე გრძელვადიანი [ხელშეკრულება] ფორმდება, შემდეგ შესაძლებელია, რომელიმე კომპანიის მოწილე დასანქცირებული აღმოჩნდეს და მიწოდებას რისკი შეექმნას. ამ რისკებს ითვალისწინებენ.

ბიზნესისთვის ამ ბაზრის დაკარგვა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურს გავლენას იქონიებს. თუმცა ბაზრის დაკარგვა ძალიან მცირე და პატარა მნიშვნელობის თემაა იმასთან შედარებით, თუ ჩვენი გეოპოლიტიკური კურსი შეიცვლება. [კურსის შეცვლა] პირველ რიგში, ემიგრაციის გაზრდას, სავიზო რეჟიმის საფრთხეს ნიშნავს. რაც მთავარია, მსგავსი ქვეყნები ყოველთვის სანქციების რადარის ქვეშ არიან და არცერთ განვითარებულ ქვეყანაში რისკის თავის თავზე აღება არ უნდათ”, – განაცხადა გვანცა მელაძემ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...