მთავარისიახლეებიოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

Published on

ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსების გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ორსართულიან შენობას მოხვდა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 43 წლის ქალის, 22 წლის მამაკაცისა და 16 წლის გოგონას ცხედრები იპოვეს. კიდევ ერთი მოქალაქე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. ოდესის რეგიონში სარაკეტო განგაში გვიან ღამით გამოცხადდა.

სიახლეები

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა – ქარტია სანაიაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო ზომებს ფორმულასა...