მთავარისიახლეებიდაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

Published on

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი, თელავში 18 ივლისს რუს ტურისტებსა და ქორწილის სტუმრებს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა, რომელმაც ეროვნებისა თუ მოქალაქეობის განურჩევლად, სხვა ადამიანს ზიანი მიაყენა, თუ საქმე მხოლოდ ამას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ ისინი, ვინც “ჩვენიანის არ გაცემის” მიდგომით მას ხელს აფარებენ, უბრალოდ თავად საქართველოს იმიჯს აზიანებენ. თუმცა, ჩემი აზრით, მოძალადის მეგობრების საქციელის განზოგადება თბილისში მცხოვრებ ყველა ადამიანზე ან მთლიანად საქართველოზე არასწორი იქნებოდა.” – თქვა ზატულინმა.

შსს-ს განცხადებით, 18 ივლისს ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ტურისტების ოთახთან ავიდა და, უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

მოგვიანებით, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

გიორგი ჭიღლაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა

რუსულ მედიასთან საუბრისას ზატულინმა ასევე აღნიშნა, რომ თუკი გიორგი ჭიღლაძე იმის გამო არ დაისჯება, რომ “ის ჩვენიანია,” მაშინ ეს ინციდენტი “გავლენას მოახდენს რუსეთში იმ ადამიანების მოტივაციაზე, რომლებიც საქართველოში გამგზავრებას აპირებდნენ.”

გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...