მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს შალვა თადუმაძე დაიკავებს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს შალვა თადუმაძე დაიკავებს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დანიშნა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა შალვა თადუმაძის წარდგენით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა თადუმაძე დაახასიათა, როგორც „მაღალი წესიერებით“ გამორჩეული კადრი და წარმატება უსურვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობაში. „მინდა სხდომა დავიწყო მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის წარდგენით, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ეს გახლავთ შალვა თადუმაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასრულებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობას და ძალიან კარგად უძღვებოდა ამ მოვალეობას. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობიდან პარლამენტში წავიდეს ხარისხიანი დოკუმენტები, რათა ჩვენი ინიციატივების იურიდიული ფორმირება მოხდეს აბსოლუტურად სწორად და მთელი ამ ხნის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას აზრია, რომ შალვამ ძალიან მნიშვნელოვნად და კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო ძალიან საიმედო დასაყრდენი მთავრობის და არის დღესაც, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის გამოირჩევა საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით და ასევე ძალიან მაღალი წესირებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავოს. მე მინდა შალვას ვუსურვო წარმატებები, დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას ის წარმატებით გაართმევს თავს. ბატონო შალვა, რომ გითხრათ, კეთილი იყოს თქვენი ამ შენობაში შემობრძანებაო, არ ვიქნები მართალი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ახალ პოსტზე. გილოცავთ!“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.შალვა თადუმაძემ ამ თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც წინა კვირას გიორგი კვირიკლაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...