მთავარისიახლეებიპოლიტიკააქამდე პარლამენტში ერთი გუგული გვყავდა, მაღრაძე, ახლა უმრავლესობაც აღიარებს, რომ გუგულები გამრავლდნენ

აქამდე პარლამენტში ერთი გუგული გვყავდა, მაღრაძე, ახლა უმრავლესობაც აღიარებს, რომ გუგულები გამრავლდნენ

Published on

,,ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პარტიული დისციპლინა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დაარღვიეს, როცა პრემიერ–მინისტრის საპირისპირო განცხადებები გააკეთეს.
 
ამ კონტექსტში ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარეების ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მაგალითები გაიხსენა და განმარტა, რომ როცა მათ აღარ მოსწონდათ ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის გუნდები, ის დატოვეს. 
 
„ეს არ იყო მათი პრემიერ–მინისტრის საწინააღმდეგო პირველი განცხადება. შეგიძლიათ ყველაფერს გადახედოთ. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ.
 
ეს ხალხი ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან. ისინი გუშინდელ შეხვედრას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა დეპუტატის მონაწილეობით შემუშავდება გადაწყვეტილებების მიღების ფორმა, რაზეც ჩვენ ყველანი შევთანხმდებით და რაც აღარ უნდა დაარღვიო. პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები. გამოსავალს უმრავლესობის შეკრებაში ვხედავთ – ჩვენ ვართ მოწადინებული ერთობისაკენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....