მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ქართველ ხალხს ვერც "ხარებას", ვერც გომელაურის სხვა ხელქვეითებით ვერ შეაშინებს -...

ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერც “ხარებას”, ვერც გომელაურის სხვა ხელქვეითებით ვერ შეაშინებს – თინა ბოკუჩავა

Published on

“მაგნიტსკის აქტის” ქვეშ სანქცირებულ, “ხარებად” წოდებულ ზვიად ხარაზიშვილს წინასაარჩევნოდ ზონდერ-ბრიგადების შექმნის დავალება მისცეს, მაგრამ ივანიშვილი ქართველ ხალხს ვერც “ხარებას”, ვერც გომელაურის სხვა ხელქვეითებით ვერ შეაშინებს, ხალხს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს არის ევროპული არჩევანი”, – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

თინა ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა შს მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, ამ ჯგუფებს კი, რადიო თავისუფლების” ცნობით, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” უხელმძღვანელებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით: 

“ამერიკელების მიერ სანქცირებული, “ხარებად” წოდებული ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ გლობალური “მაგნიტსკის აქტის” ქვეშ არის სანქცირებული, რაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, ქვეყნის მთავარი ზონდერია და მას მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ-ბრიგადების შექმნის დავალება.

გასაგებია, მათი მიზანი რა არის: მოსახლეობის დაშინება, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერც ამერიკელების მიერ სანქცირებული “ხარებას” გამოყენებით და ვერც გომელაურის სხვა ხელქვეითებისგან შექმნილი ზონდერ-ბრიგადების გამოყენებით ვერ შეაშინებს, ქართველ ხალხს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ეს არის ევროპული არჩევანი, არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარი სიღატაკეზე, იზოლაციაზე, რაც მოაქვს ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...