მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

Published on

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა.

2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებს. მოცემულ რიცხვებში შედის 226 721 ადამიანი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და სოციალური დახმარება 4 წლის ვადით აქვს შენარჩუნებული.

აღსანიშნავია, რომ მონაცემები წინა წელთან შედარებით 4.6%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 650 475-ს შეადგენდა (აქედან 195 985 ადამიანი, რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს).

საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 266 196 არასრულწლოვანია. 66 721 პირი არის 6 წლამდე, 199 475 კი 6-18 წლამდე. მათგან 82 196 არასრულწლოვანი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....