მთავარისიახლეები"მეტი ამომრჩეველი ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას" -სადამკვირვებლო ორგანიზაცია Enemo საქართველოში მუშაობას იწყებს

“მეტი ამომრჩეველი ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას” -სადამკვირვებლო ორგანიზაცია Enemo საქართველოში მუშაობას იწყებს

Published on

საქართველოში მუშაობას დღეიდან სადამკვირვებლო ორგანიზაცია ევროპული ქსელი Enemo იწყებს. მისია წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს განახორციელებს.

სადამკვირვებლო მისიის ძირითადი გუნდი 7 წევრისგან და 8 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მათ 80 სპეციალისტი შეუერთდება, რომლებიც არჩევნების დღის მონიტორინგს განახორციელებენ.

ევროპული სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში არჩევნების მეორე დღესვე გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო დასკვნა არჩევნებიდან 2 თვეში გამოქვეყნდება.

“დემოკრატიული პროცესი არის ინკლუზიური და ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება დემოკრატიული პროცესისა არის სწორედ მისი ინკლუზიურობა. ეს გულისხმობს ინკლუზიურობას იმ მხრივ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი კანდიდატების დარეგისტრირების საშუალება, მაგრამ ასევე ინკლუზიურობას სადამკვირვებლო კუთხით.

მინდა, ყველა მონაწილე მხარე აცნობიერებდეს, რომ ბევრი ამომრჩეველი ნიშნავს პროცესის მეტ გამჭვირვალობას,” – განაცხადა Enemo-ს მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა.

ევროპული სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში არჩევნების მეორე დღესვე გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო დასკვნა არჩევნებიდან 2 თვეში გამოქვეყნდება.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...