მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ნაბახუსევი ხარ და ნერვები დაიმშვიდე“... „დემაგოგი ხარ და ელემენტარული საკითხი არ იცი“-...

“ნაბახუსევი ხარ და ნერვები დაიმშვიდე“… „დემაგოგი ხარ და ელემენტარული საკითხი არ იცი“- დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე [Video]

Published on

სოციალური და ჯანდაცვის საკითხების განხილვას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოყვა. ერთმანეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ. მაიზერ ნანავამ ანა წითლიძეს დემაგოგი უწოდა. მერის მოადგილის გაღიზიანება ოპოზიციური დეპუტატის რეპლიკამ გამოიწვია, წითლიძემ მაიზერ ნანავას უთხრა, რომ ის ნაბახუსევი იყო, რასაც ნანავას მხრიდან რეაქცია მოყვა და დეპუტატს დემაგოგი უწოდა.“ ნაბახუსევი დადიხარ სხდომებზე, თანამდებობისთვის შეუფერებელი ხარ…ნერვები დაიმშვიდე“- უთხრა წითლიძემ ნანავას. „მე სხდომაზე ნაბახუსევი არ დავდივარ, შენ ხარ მატყუარა, ელემენტარული დებულება უნდა იცოდე, როცა სხდომაზე მოდიხარ და საკითხს ეხები“- უთხრა მერის მოადგილემ წითლიძეს .ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერია  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირებაში დაადანაშაულა. „შენ თვითონ ხარ ნაბახუსევი. მე სხდომაზე ნასვამი არ დავდივარ. შენ ხარ მატყუარა“, – უთხრა მაიზერ ნანავამ წითლიძეს.

 

 

 

 

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...