მთავარისიახლეებიEU-გავაძლიერებთ საქართველოს მდგრადობას რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე

EU-გავაძლიერებთ საქართველოს მდგრადობას რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე

Published on

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 16 წლის გასვლას გამოეხმაურა.

განცხადებაში დაგმობილია რუსეთის სამხედროების ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

“ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...