მთავარისიახლეებიზელენსკის თქმით, უკრაინის "გამარჯვების გეგმა" სრულად მზად არის

ზელენსკის თქმით, უკრაინის “გამარჯვების გეგმა” სრულად მზად არის

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის “გამარჯვების გეგმა” უკვე სრულად არის მომზადებული.

“დღეს კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული – იდენტიფიცირებულია ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, საჭირო დანართები გეგმის დეტალებით. ყველაფერი მოგვარებულია. ახლა მთავარია მისი განხორციელების გადაწყვეტილება.

ზელენსკის თქმით, მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს და არ შეიძლება იყოს, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც უბრალოდ სხვა ეტაპზე გადაიყვანს რუსეთის აგრესიას.

“ჩვენ გვჭირდება საიმედო და გრძელვადიანი უსაფრთხოება უკრაინისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ”, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობილია, რომ ზელენსკი ამ გეგმას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...