მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანსხვავებული მიდგომები: აფხაზურნომრიანი მანქანები საქართველოში და... უკრაინაში

განსხვავებული მიდგომები: აფხაზურნომრიანი მანქანები საქართველოში და… უკრაინაში

Published on

უკრაინაში აფხაზური და ოსური სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებებს დააჯარიმებენ, რადგან უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" საპატრულო პოლიციის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით იტყობინება. განცხადების თანახმად, სამართალდამცავმა ორგანომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსის შეფასების თხოვნით მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ უკრაინა აღნიშნულ "რესპუბლიკებს" მხოლოდ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინა ე.წ. "რესპუბლიკებს" დამოუკიდებელ ან სხვა სახელმწიფოების ნაწილებად არ აღიარებს, არამედ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. ამიტომ ამ და სხვა არაღიარებული ფორმირებების სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები – ნიშნების არარსებობის ექვივალენტია. ასეთ ვითარებაში სამართალდამცავი ორგანო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

,,ასეთების მეტი რა დადის ზუგდიდში? ჩვეულებრივად გადმოდიან აფხაზური ნომრებით და თბილისსა და სხვა ქალაქებშიც თავისუფლად გადაადგილდებიან. '' – მსგავსი კომენტარები თანდართული ფოტოფაქტებით ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში.  


 

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...