მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმის ნაცვლად, რომ რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა, ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა:...

იმის ნაცვლად, რომ რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა, ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა: სააკაშვილი – ივანიშვილზე

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 14 სექტემბერს გორში, ამომრჩევლების წინაშე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ სირცხვილს საქართველო კარგა ხანს ვერ ჩამოირეცხავს:
“გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ეს ხომ ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა.
ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!”, – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...