მთავარისიახლეებისაზოგადოებაესეც პოტიომკინის სოფელი - ქარელში უსახურ შენობებს ბადეებს ჩამოაფარებენ...ტურისტებისთვის, მაგრამ რა...

ესეც პოტიომკინის სოფელი – ქარელში უსახურ შენობებს ბადეებს ჩამოაფარებენ…ტურისტებისთვის, მაგრამ რა ვუყოთ ქართველების თვალებს?

Published on

ქარელში ტურისტული გზების გასწვრივ მდებარე უსახურ შენობებს ბადეებს ჩამოაფარებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო.
 
სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გოდელაძის თქმით, დაახლოებით 5 ათასი ლარის ღირებულების ჩამოსაფარებელი მასალა უკვე შეძენილია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
 
,,მაგალითად, გადავაფარებთ რუისში მდებარე კულტურის სახლს, რომელიც დანგრეულია და იერსახეს ამახინჯებს. ძამას ხეობამდე ასეთი ობიექტები ბევრია,” – აცხადებს ვლადიმერ გოდელაძე.
 
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ასეთ ბადეებს, ძირითადად, სახელმწიფო უწყების ბალანსზე არსებულ შენობებს ჩამოაფარებენ.
 
 
 

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...