მთავარისიახლეებიიტალიაში სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს 24 წლის მოქალაქე დააკავეს

Published on

იტალიაში, ტოსკანის პროვინციის ქალაქ ლუკაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით ოთხშაბათს საღამოს მარლიას დასახლებაში სუპერმარკეტ “ესელუნგაში” საქართველოს 24 წლის მოქალაქემ ათეულობით საპარსი კასეტის მოპარვა სცადა. პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სუპერმარკეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ახალგაზრდა მამაკაცის ზურგჩანთამ დააეჭვა და სალაროსთან შეაჩერა.

ჩხრეკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ზურგჩანთაში მოპარული 30 ცალი საპარსი კასეტა ჰქონდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 ევროს აღწევს.

როგორც იტალიური მედია წერს, კაცს იტალიაში მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს და ის ქურდობისთვის წარსულშიც არის ნასამართლევი.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...