მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ასეთი მუქარით თქვენ ვერც ჩვენი შტაბის რომელიმე წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს...

“ასეთი მუქარით თქვენ ვერც ჩვენი შტაბის რომელიმე წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს ვერ დააშინებთ” – ანა წითლიძე

Published on

 “ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევს კეთილდღეობას”-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე დარჩელში, კოალიცია ‘ერთიანობის’ ახალგახსნილ ოფისზე წუხანდელ თავდასხმას ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ანა წითლიძემ განაცხადა:

“დარჩელი და მთელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დღეს დგას უმწვავესი პრობლემის წინაშე: გლეხი, რომელიც მთელი წელი მუშაობდა იმისთვის, რომ თხილის მოსავალი აეღო, ვერ ახერხებს თხილის ჩაბარებას ვერცერთ პუნქტში, რადგან რეგიონში ფუნქციონირებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული მაფია, რომელიც აკონტროლებს, მათ შორის, თხილის ფასსაც და ახლა აიძულებენ გლეხს, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ჩააბარონ თხილი, რადგან იციან, რომ მოახლოებულია ახალი სასწავლო წელი და გლეხები იძულებულნი არიან, შვილებს უყიდონ ფეხსაცმელი, ჩანთა, ტანსაცმელი და გაუშვან სკოლაში. მთელი დარჩელი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს, რომ შვილები უზრუნველყონ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით. დარჩელში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი ემიგრაციაშია წასული, 21-ე საუკუნეში სოფელში არ არის კანალიზაცია და ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემა აქვს. ამ ფონზე “ქართული ოცნება”, მისი მმართველობის 12 წლის თავზე, იმის ნაცვლად, დარჩელელებს ეუბნებოდნენ, რატომ არის თხილის ფასი ასეთი დაბალი, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში, რატომ არის ასეთი მძიმე სოციალური პირობები, რატომ ვერ ახერხებენ ადგილობრივები, სკოლისთვის სათანადოდ მოამზადონ შვილები, აი, ამის ნაცვლად, “ქართული ოცნების” დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ “ერთიანობის’ ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის. მე მინდა მათ მივმართო: თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევს კეთილდღეობას”, – განაცხადა ანა წითლიძემ ბრიფინგზე

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...