მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში სპეციალური ტექნიკა გაატარეს, თუმცა ჰესების მშენებლობა ჯერ ისევ ...

მესტიაში სპეციალური ტექნიკა გაატარეს, თუმცა ჰესების მშენებლობა ჯერ ისევ ბლოკირებულია

Published on

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც მესტიაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, ცემენტით დატვირთული სპეციალური ტექნიკა გაატარეს.
 
ეს გადაწყვეტილება მათ მესტიაში ჩასულ  შს მინისტრის მოადგილესთან  კახაბერ საბანაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აქციის ერთერთი ორგანიზატორი ნათია ქურდიანი აცახადებს, რომ  შეთანხმება შედგა, ცემენტს შეიტანენ, თუმცა სამუშაოები მანამ შეჩერდება, ვიდრე ჰესების მშენებელი კომპანია და ადგილობრივი მოსახლეობა შეთანხმებას არ მიაღწევს. 
 
"არ გაგრძელდება არანაირი სამუშაო, ვიდრე ჩვენ და კომპანია არ შევთანხმდებით. ყველანაირი სამუშაოს წამოწყება ჩაითვლება მიზანმიმართულ პროვოკაციად. 24 – საათიან რეჟიმში ამ პროცესებს გააკონტროლებს მობილური ჯგუფი", – აღნიშნა ნათია ქურდიანმა. 
 
შს მინისტრის მოადგილე მესტიის მოსახლეობას უკვე მეორედ შეხვდა. 
 
შეგახსენებთ, მესტიაში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და ორი დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა, რომელიც ცემენტით არის დატვირთული, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...