მთავარისიახლეებისაპატიო ზუგდიდელის წოდება ათ ადამიანს მიენიჭა

საპატიო ზუგდიდელის წოდება ათ ადამიანს მიენიჭა

Published on

,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა:
ნანა კაციტაძე – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ნახევარ საუკუნეზე მეტია მუშაობს აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების პედაგოგად. ამ ხნის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი სიგელი და ჯილდო, არის ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი, მინიჭებული აქვს სახალხო განათლების წარჩინებული პედაგოგისა და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. წლების მანძილზე გახლდათ განათლების განყოფილების მეთოდისტ-მასწავლებელი და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.
იგორ ქობალია – ინჟინერ-ტექნოლოგი, სახელმწიფო მოღვაწე, ადამიანი, რომელიც ორმოცდათხუთმეტი წლის მანძილზე სხვადასხვა პოზიციიდან ერთგულებით, მოკრძალებით და ღირსებით ემსახურა ქვეყანას და მშობლიურ ქალაქს, იყო ზუგდიდის რაიკომის პირველ მდივანი და ზუგდიდის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილე, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ღირსებისა ორდენების კავალერი.
თამაზ ცანავა – სასოფლო-სამეურნეო დარგის მოღვაწე, პროფესორი. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და არაერთი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად დაკავებული იყო ადმინისტრაციული საქმიანობით იყო ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი. არაერთი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, 130-მდე სამეცნიერო-საგაზეთო ნაშრომისა და 15-მდე გამოგონების ავტორი, რომელთა უმეტესობა დაინერგა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ღირსების ორდენის კავალერი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდების, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელის, ,,ღვაწლმოსილი ქუთაისელისა“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საპატიო უნივერსიტეტელის“ მედლების მფლობელი.
სულხან პაპაშვილი – ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აირჩია სახელმწიფო სამსახური და მუშაობდა ქვეყნისთვის არაერთ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად. მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. რამდენიმე წელია გადაინაცვლა კერძო/საოჯახო ბიზნესში და ძმასთან, ლაშა პაპაშვილთან ერთად, არის უმსხვილესი უძრავი ქონებისა და მართვის საინვესტიციო დეველოპერული კომპანიის „რედიქსი“ თანადამფუძნებელი, საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. არის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ქტიტორი.
ლაშა პაპაშვილი – კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაერთო კერძო ბიზნესში. 1996 წლიდან ჩართულია საბანკო ბიზნესში და იყო სს „რესპუბლიკა ბანკის“ გენერალური დირექტორი. მოგვიანებით, ის გახდა ბანკის უმსხვილესი აქციონერი და შემდეგ, დამოუკიდებლი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ფინანსურ სისტემაში განხორციელებული პირველი, ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო გარიგების (ევროზონის უმსხვილესი საბანკო ჯგუფის Societe Generale, France (SG Group) დადებული ხელშეკრულება) ავტორი. დღესდღეობით არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების, ტურისტული და სასოფლო სამეურნეო აქტივების მმართველი კომპანიის დამფუძნებელი. არის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ქტიტორი.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში დამატებით 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BPN...

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას...

ეს იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომელშიც თავის დროზე მონაწილეობდა შიო მუჯირი – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მეუფე შიო სულიერად გაზრდილია იმ მონასტერში , რომელი მონასტერიც აუჯანყდა პატრიარქს და აიძულეს ჩვენს...

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო – TI

2018 წლიდან დღემდე ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო - ინფორმაციას...