მთავარისიახლეებიპოლიტიკაძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს...

ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი

Published on

ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
 
მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით.
 
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის დღეს. ჩვენს ისტორიას, ათასწლეულების განმავლობაში, სწორედ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა წარმართვდა. 
 
31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. მაშინ ყველამ ერთხმად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. ჩვენ ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ქვეშ და დღესაც საქართველო განაგრძობს სვლას საერთო ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილისათვის. 
 
დღეს ასევე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. 
 
სწორედ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. 
 
როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ღირებულებია, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...