მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი: როგორც კი ბევრი ადამიანი შეიკრიბება, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები...

პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი: როგორც კი ბევრი ადამიანი შეიკრიბება, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ

Published on

როგორც კი კიევის ცენტრში ბევრი ადამიანი შეიკრიბება, აუცილებლად იმავე დღეს დავბრუნდები. უბრალოდ, ჩავჯდები თვითმფრინავში და „ბორისპოლში“ ჩავფრინდები. არ დავიწყებ მავთულხლართების გარღვევას, არც მთის ბილიკებზე გადასვლას, უბრალოდ, თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩავალ, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ NEWSONE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 
 
ინტერვიუში სააკაშვილი უკრაინელი დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს დაკავებასაც გამოეხმაურა და უკრაინის მთავრობა გააკრიტიკა. 
„რაც შეეხება სავჩენკოს, ახლა მთავრობა ერთ დიდ საქმეს ამზადებს: სახელმწიფო გადატრიალებას. იქ ყველაფერი ერთად იქნება – სავჩენკო, სააკაშვილი, კურჩენკოს რაღაც არარსებული ფული. ეს არის რეჟიმი, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინელებისთვის წარმატების მოტანა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. შემდეგ ისინი დაიწყებენ საუბარს, რომ ვერაფერს მიაღწიეს, რადგან მათ წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...