მთავარისიახლეებისაზოგადოებაეს განცხადება უტყუარი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ღიად ჩაერევა და ერევა საქართველოს არჩევნებში...

ეს განცხადება უტყუარი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ღიად ჩაერევა და ერევა საქართველოს არჩევნებში – აქუბარდია

Published on

დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადება კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ღიად ჩაერევა და ერევა საქართველოს არჩევნებში.

აქუბარდიას თქმით, “ჩვენი დაზვერვის სამსახურის და მისი შეფის დუმილით კარგად ჩანს, რამდენად სჭირდება “ოცნებას” ოკუპანტი სახელმწიფოს დახმარება”.

მაშინ, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურები ღიად უჭერენ მხარს “ოცნებას” და იმეორებენ იმ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა თავად ისაუბრა ამერიკაზე, გატარების მოწყობასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ჩვენი დაზვერვის სამსახური თავის ახალი შეფით, ირაკლი ბერაიათი დუმილს ამჯობინებს, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ უჭირს “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნების მოგება და რამდენად სჭირდება მას ოკუპნატი სახელმწიფოს დახმარება. ის, რომ რუსეთი ღიად ჩაერევა და ერევა საქართველოს არჩევნებში დემოკრატიის საპირისპიროდ, ეს განცხადება უტყუარი მტკიცებულებაა. არასდროს ქართულ არჩევნებში ასე ღიად რუსეთის სპეცსამსახურები არ ჩარეულან”, – ამბობს აქუბარდია.

“ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს” – განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს.

მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...