მთავარისიახლეებიპოლიტიკადანაშაულისთვის ემზადებით და გალავანი ამისთვის გჭირდებათ, - ცესკოში ენმ-ს წარმომადგენელი

დანაშაულისთვის ემზადებით და გალავანი ამისთვის გჭირდებათ, – ცესკოში ენმ-ს წარმომადგენელი

Published on

„ემზადებით დანაშაულის ჩადენისთვის და შენობის გარეთ აღმართული გალავანი სწორედ რომ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.“ – ამ სიტყვებით მიმართა ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას გარშემო რკინის ღობე შემოავლეს. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. ცესკოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის აზრით აღმართული გალავანი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება

დავით კირთაძის განცხადებით – საშინელი მდგომარეობა შექმენით გარედან, ნამდვილად აჩენს იმის ეჭვს, რომ რაღაცის გეშინიათ, რაღაცისთვის ემზადებით და ეს რაღაც თქვენი დანაშაულია, რომლის ჩადენასაც აპირებთ და რომელიც გამოიწვევს ხალხში წყენას, ამისთვის ემზადებით და ამისთვის გჭირდებათ ეს გალავანიც. შემდეგ ვინმეს წყენა რომ არ გამოიწვიოს და ვინმემ რამე არ მიგითითოთ თუ როგორ ცუდად იქცევით.” – განაცხადა დავით კირთაძემ.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...