მთავარისიახლეებიპოლიტიკაოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს...

ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას – ბარამიძე

Published on

ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს,
რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე
ლოკალურად და ასეთები ჰყავს თითოეულ რეგიონს მიჩენილი ივანიშვილის მხრიდან, – ამბობს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი 
გიორგი ბარამიძე ქართული ოცნების მიერ 22 რეგიონში წარდგენილ კანდიდატ-
დელეგატებზე.

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, “ქართული ოცნების” მიერ 22 რეგიონში წარდგენილ კანდიდატ-დელეგატებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა: “რაც შეეხება ამ ხელოვნურად შექმნილი თანამდებობების თუ სტატუსების მქონე დეპუტატებს, ეს საერთოდ გაუგებარია: პარლამენტის წევრი ყველა თანასწორია, მით უმტეს, პროპორციულ სისტემაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ოლიგარქიული სისტემა ეფუძნება მინი-ოლიგარქებსა და ისეთ კორუმპირებულ ტიპებს, რომლებიც სისხლს სწოვენ ჩვენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ლოკალურად და ასეთები ჰყავს თითოეულ რეგიონს მიჩენილი ივანიშვილის მხრიდან, ტრადიციულად, ის ამ სისტემას ვერ მოეშვა და უნდა რომ კონკრეტული ადამიანები ჰყავდეს, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი რეგიონის გაყვლეფაზე. ეს არის ფუნქცია, რომელიც გადაიტანა კანონმდებლობაში და, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე მოირგო, მით უმეტეს, როცა კონსტიტუციაში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, პროპორციული წესით, პარტიული სიების შედგენის მეთოდით და არა აბსოლუტურად არალეგიტიმური და არასწორი ე.წ. დელეგატების მეშვეობით, რომლებიც არიან მაჟორიტარული სიტემის გადმონაშთი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში იყენებდა ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, “ქართული ოცნების” მიერ 22 რეგიონში წარდგენილ კანდიდატ-დელეგატებთან დაკავშირებით.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...