მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დემფესტისთვის ხელის შეშლა მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები...

“დემფესტისთვის ხელის შეშლა მეტყველებს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალიიყოს და არც სამართლიანი”, – ლაშა ბაქრაძე

Published on

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა ბაქრაძე აცხადებს:

“კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არჩევნები არც თავისუფალი იყოს და არც სამართლიანი. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია “დემოკრატიული ფესტივალისთვის” ხელის შეშლა – არამარტო საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ კერძო ბიზნესიც ისე დააშანტაჟეს, რომ ყველამ უარი თქვა მიეცათ სივრცე ფესტივალისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საკუთარ ხალხს და უნდა, რომ ყოველმხრივ შეზღუდოს თავისუფალ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ ქართულმა, პროდასავლურმა, დემოკრატიულმა ოპოზიციამ, ერთიანობით უნდა შეძლოს 26 ოტომბერს და დაამარცხოს ეს ხელისუფლება, რომელსაც საქართველო ავტორიტარიზმისაკენ მიჰყავს და უფსკრულში უპირებს გადაჩეხვას”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დანიური დაფინანსებით გამართულ “დემოკრატიის ფესტივალს წინასაარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის უხეშ ჩარევად აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მას “ავტორიტარიზმის ფესტივალი” უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოში არ შედგება. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ ფესტივალის მიზანი მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობაა.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...