მთავარისიახლეებიპოლიტიკაახდეპი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

ახდეპი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

Published on

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.

სახდეპის წარმომადგენლის კომენტარს ამ საკითხზე ავრცელებს ალექს რაუფოღლუ – ჟურნალისტი, რომელიც ვაშინგტონში მუშაობს და სახდეპის ბრიფინგებზე ხშირად სვამს კითხვებს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების ცნობებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სადიგოვი“, – ციტირებს რაუფოღლუ სახდეპის პრესსპიკერს.

მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი სამ აგვისტოს თბილისში დააკავეს. იგეგმება მისი ექსტრადირება. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...