მთავარისიახლეებილუგარის ლაბორატორიის დახურვაზე საუბარი არაა, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე - სარჯველაძე

ლუგარის ლაბორატორიის დახურვაზე საუბარი არაა, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე – სარჯველაძე

Published on

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ადასტურებს, რომ ამერიკამ შეაჩერა რამდენიმე მიმდინარე პროექტის დაფინანსება, რომელთა შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.

მისი თქმით, საუბარია მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. მინისტრის განცხადებით, საუბარი არაა ლაბორატორიის ან ცენტრის დახურვაზე.

“არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. რეალურად საზოგადოებას გვინდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რომ ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობს. მინდა მოვუწოდო ყველას, ახლა მაინც შეეცადონ და მეტ-ნაკლებად ნიველირება მოახდინონ იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ იმ გარემოების გამოყენებას, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან გახლავთ დაკავშირებული.

ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ასე შემდეგ, ეს არ გახლავთ არც ერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება და შესაბამისად სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელოვანი”, – თქვა სარჯველაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები, მიეცეს შეფასება მიმდინარეობას და ამის მიხედვით ყველა პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს.

“ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება”, – თქვა მინისტრმა.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...