მთავარისიახლეებიიუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა

იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა

Published on

იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ, ამ რეესტრში დარეგისტრირებას რუსული კანონი ავალდებულებთ. ამ დროისთვის, [5 აგვისტო, 13:34] ამ რეესტრში არც ერთი ორგანზიაცია არ იძებენება.

ცნობილია, რომ ონლაინმედიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტების რეესტრში და რუსული კანონის მიღების შემდეგ მათ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. რუსული კანონი სამი – პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების – სარჩელებითაა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს მოუწევდათ განაცხადების გაკეთება, რადგან კანონი ამ დღიდან ამოქმედდა.

“თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”, – თქვა მინისტრმა.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...