მთავარისიახლეებიირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის -აიათოლა ალი ხამენეი

ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის -აიათოლა ალი ხამენეი

Published on

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს შური იძიოს “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, რადგან ის ირანის მიწაზე მოკლეს.

“თქვენ მოკალით ჩვენი ძვირფასი სტუმარი ჩვენს სახლში და ახლა გზა გაუხსენით მკაცრ სასჯელს”, – თქვა მან და მხედველობაში ჰქონდა ისრაელი.

ირანის ახალმა პრეზიდენტმა პატივი მიაგო ისმაილ ჰანიეს ხსოვნას და მას “პალესტინის წინააღმდეგობის მამაცი ლიდერი” უწოდა.

“ირანისა და პალესტინის ორ ამაყ ერს შორის კავშირი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ადრე და წინააღმდეგობისა და ჩაგრულთა დაცვის გზას გაუყვება უფრო მტკიცედ, ვიდრე ოდესმე”, – თქვა მასუდ ფეზეშქიანმა.

მისი თქმით, ირანი დაიცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და დამნაშავეებს ანანაებს თავდასხმას.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...