მთავარისიახლეებიუკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე -პოდოლიაკი

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე -პოდოლიაკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ
უკრაინა მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა დიდ ფულს ხარჯავს, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ომია, მაგრამ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, უკრაინა კი არა. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, თუმცა უკრაინა მკაფიოდ ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას.

“მოლაპარაკება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მეორე პუნქტი რა პირობებით, რა საფუძველზე იქნება მოლაპარაკება. და აქ უკრაინა მკაფიოდ ამბობს: “დიახ, შევიდეთ მოლაპარაკებებში ისეთი პირობებით, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს, როგორც კონცეფციას”. და ამ კონცეფციიდან მთავარია ტერიტორიული მთლიანობა და სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი”, – თქვა პოდოლიაკმა.

მისივე აზრით, მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ინსტრუმენტები იმუშავებს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...