მთავარისიახლეები"არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს" -...

“არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს” – ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები NDI-ის მისიას შეხვდნენ

Published on

ოპოზიციური პარტიები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხმების დაცვის მექანიზმები და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანია – ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღება გაამახვილეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მისიის წარმომადგენლებს იმ გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ “ერთობის” წარმომადგენლებიც. შეხვედრაზე ისაუბრეს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც და იმ პრობლემებზეც, რაც ამ კუთხით არსებობს.

“ვილაპარაკეთ იმაზე რას ვფიქრობთ, როგორ მიმდნარეობს მოვლენები, რა ხდება საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საარჩევნო პროცესები ცხადია, რომ უკვე დაწყებულია თან კარგა ხანია, ჩვენ ვხედავთ საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების ფორმებს, ამაზე ვილაპარაკეთ. მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფორმების მეშვეობით არჩევნების მოპარვა ვერ მოხდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს, გავუზიარეთ მათ ეს გეგმებიც. ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ყველამ იცის, მათ შორის ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ოპოზიცია შეძლებს ხმების დაცვას და ამ გამარჯვების გაფორმებასაც”, – თქვა “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...

“ქართული ოცნების” კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს – სამოქალაქო საზოგადოება

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიასა...

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...