მთავარისიახლეებიმსოფლიოუნდა ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები შემოდგომაზე - კომენტარები კონგრესში მოსმენის შემდეგ

უნდა ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები შემოდგომაზე – კომენტარები კონგრესში მოსმენის შემდეგ

Published on

საქართველოს შესახებ აშშ-ის სენატში გამართული მოსმენის შემდეგ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს და საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას გაუსვეს ხაზი, განაცხადეს რა, რომ “როგორც ჩანს, ხალხი ერთს ფიქრობს, “ქართული ოცნება” კი მეორეს”. 

“ამერიკის ხმის” ქართულ გამოცემას რამდენიმე კონგრესმენის კომენტარი მოჰყავს:

“ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს“, – დემოკრატი კონგრესმენი ბილ კიტინგი.
“[საქართველოს ხელისუფლებამ] უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს]. ეს უნდა იყოს გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ყურადღებით ვართ, და ვაკვირდებით, როგორ მუშაობს ეკონომიკა, ბიზნესი, როგორ ტარდება არჩევნები და უზრუნველყოფილია თუ არა, რომ ხალხის ხმა ისმოდეს”, – რესპუბლიკელი კონგრესმენი მიჩიგანიდან ბილ ჰაიზინგა.
“სასწორზე დემოკრატია დევს. მათი ბედისწერა, საით წავლენ, რა ინფორმაციას მიიღებენ, რას გადაწყვეტენ საკუთარი ბედ-იღბლის შესახებ, საკუთარი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესახებ. ამაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი იქნება. ცხადია, მთავარი საფრთხე აქ საქართველოს არჩევნებში რუსეთის მავნე გავლენაა”, – დემოკრატი კონგრესმენი პენსილვანიიდან მადელინ დინი.
“უნდა ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები ამ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, “ქართული ოცნება” კი – რაღაც სხვას. ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას”, – დემოკრატი კონგრესმენი დინა ტაიტუსი ნევადიდან.

სიახლეები

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...