მთავარისიახლეებიწვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი - პენტაგონის პრესსპიკერი

წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი – პენტაგონის პრესსპიკერი

Published on

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერმა “ამერიკის ხმის” მიერ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა”ღირსეული პარტნიორის” წვრთნების უვადოდ შეჩერებაზე. მისი თქმით, წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი.

რაიდერის თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები.

“ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი. ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან”,- თქვა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე, “ამერიკის ხმის” კითხვაზე პასუხად, აღიქვამს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს როგორც მეგობრულ ქვეყანას რეგიონში.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...