მთავარისიახლეებიაუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული -იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებზე

აუცილებლად ვიქნებით პროცესში ჩართული -იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებზე

Published on

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი ორი სარჩელი უკვე მზადაა. პირველი სარჩელი დღეს პრეზიდენტის ავტორობით გაიგზავნება. სალომე ზურაბიშვილი კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობად ითხოვს და 78-ე მუხლზე მიუთითებს. მეორე სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.

საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განხილვის პროცესში ჩაერთვება, თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით.

“სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული, ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამაზე მე ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია, ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა”, – თქვა იოსელინმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...