მთავარისიახლეებისარფის საბაჟოზე 22 309,94 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ

სარფის საბაჟოზე 22 309,94 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ

Published on

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში “სარფი” არადეკლარირებული ოქროს ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი აღკვეთეს.

“მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 159,97 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22 309,94 ლარი შეადგინა”, – წერია განცხადებაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 22 309,94 ლარის ოდენობით განესაზღვრათ.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...