მთავარისიახლეებიიალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

Published on

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში მოყვნენ. ექსპედიციაში შვიდი მთამსვლელი მონაწილეობდა, ყველა მათგანი ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეა.

ბოსნიური მედიის ცნობით, სამთო ექსპედიციის შვიდივე წევრი ზენიცას მაცხოვრებელი იყო. მათ შორის იყო დაქორწინებული წყვილი და ექიმი ქალი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობდა.

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RIA Novosti რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამინდის გამო სამი მათგანის ცხედრის გადმოსვენებს ვერ ხერხდება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მაშველებმა 5 350 მეტრის სიმაღლეზე ნაპოვნი ორი მთამსვლელის ცხედარი მას შემდეგ გადმოასვენეს, რაც მანამდე სხვა ორი მთამსვლელი გადაარჩინეს. გადარჩენილებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

მთა იალბუზი, რომლის სიმაღლეც 5 642 მეტრს აღწევს და საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, ცნობილია ამინდისა და სამთო პირობების უეცარი ცვლილებებითა და გაუარესებით.

RIA Novosti ასევე ავრცელებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სამმართველოს 26 ივლისის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...