მთავარისიახლეებისაქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

Published on

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, მეგობრებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა.

ქართველიშვილმა განაცხადა, რომ დღეიდან, მათი საინიციატივო ჯგუფი “ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად,” სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა “ძალიან აქტიური, სოლიდური და კონსტრუქციული იქნება” და თითოეულ “პატრიოტ ქართველს” შეუძლია შეუერთდეს.

“ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და რელიგია, ასევე ის მიღწევები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღვოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად, კოორდინირებულად თავდასხმის სამიზნე ხდება. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, ან მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, ხშირად უკონტროლო სახეს იღებს.

ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნული საკითხების აქტიური განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვს ნორმად იქცეს, ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად […] სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად, სახალხო მოძრაობას აფუძნებს და უცხოეთიდან დაფინანსებული, მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია, შემოგვიერთდეს. ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და კონსტრუქციული იქნება. მაგრამ, რაც ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, ჩვენს თითოეულ ქმედებაზე პასუხი ვაგოთ, საჭიროების შემთხვევაში კი ციხეშიც წავიდეთ” – თქვა გიორგი ქართველიშვილმა ბრიფინგზე.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...