მთავარისიახლეებისამწუხაროა, არ პასუხობს ჩვენ მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვაზე - კობახიძე აშშ-ს და EU-ს...

სამწუხაროა, არ პასუხობს ჩვენ მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვაზე – კობახიძე აშშ-ს და EU-ს გადაწყვეტილებაზე თავდაცვაში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ისევ სამწუხაროს უწოდებს აშშ-ისა და EU-ს გადაწყვეტილებას თავდაცვაში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არ პასუხობს მოლოდინს “ურთიერთობების გადატვირთვაზე”.

“მინდა გამოვეხმაურო აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ნუ ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რაც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენ მოლოდინის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე არის მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ამ თვალსაზრისით, ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ ამისათვის თავიდან ბოლომდე მზად”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...